აჭარა



პუნქტი 7.

აჭარ

აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ - ხიხანი, მოგვიანებით - ხულა) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.
სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.
ლეონტი მროველის ცნობით, ძვ. წ. III საუკუნეში აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. VIII საუკუნეში იგიბაგრატიონთა სამფლობელოს, “ქართველთა სამეფოს” ნაწილია, ხოლო XI საუკუნიდან - საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოსი. XIII საუკუნეში აჭარას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და მისი გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ მიწებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა თუმცა, 1921 წელს მისი გარკვეული ნაწილი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე (ზედა მაჭახელი, ზედა მარადიდი), ისევ ოსმალეთის იურისდიქციაში მოექცა. 1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
             

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AJ. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას. რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

ადმინისტრაციული დაყოფა


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 1 თვითმმართველ ქალაქად (ბათუმი) და 5 მუნიციპალიტეტად იყოფა:


















წყარო


Комментариев нет:

Отправить комментарий