სამეგრელო



პუნქტი 5.

სამეგრელო



სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს,ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

საზღვრები

მდინარე ენგურის ხეობა
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის აუზის გორაკ–ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასივის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოს,ბერზუგაბის, ჩხიანის, გვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ.
მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ–ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისქვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარის რიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის ტბასათან შეერთებამდე.

ხელოვნება

სენაკის თეატრი
მხარეში თეატრის ისტორია XIX საუკუნეში იღებს სათავეს. ზუგდიდში პირველი სპექტაკლი მოლიერის "უნებლიედ ექიმი" 1869 წელს დადგა მწერალმა ანტონ ფურცელაძემ. 19071908 წლებში შექმნილ დრამწრეში უკვე 125 სცენისმოყვარე იყო გაერთიანებული.
1932 წელს, ქალაქში საგანგებოდ აშენებულ შენობაში, გაიმართლა გამართა სპექტაკლები უკვე პროფესიონალური დრამატული თეატრის რანგში აყვანილმა კოლექტივმა. 1959 წლიდან, ზუგდიდის თეატრი შალვა დადიანის სახელს ატარებს.
სამეგრელოში, თეატრალური ცხოვრების ცენტრი იყო აგრეთვე ფოთი, სადაც 1925 წელს, იუზა ზარდალიშვილის ხელლმძღვანელობით, თეატრი დაარსდა. 1936 წლიდან, იგი ახალ შენობაში გადავიდა, 1963 წელს მას ვალერიან გუნიას სახელი მოენიჭა. სანტერესო თეატრალური სპექტაკლები იდგმებოდა სენაკშიც, სადაც შესანიშნავი შენობა დგას, ამ თეატრში გამართულ წარმოდგენებში ერთ დროს მონაწილეობდა ქართული თეატრის უთვალსაჩინოესი დიდოსტატი აკაკი ხორავა.
ზუგდიდის დრამატული თეატრი
საბჭოთა პერიოდში მხარეში ფართოდ იყო განვითარებული მხატვრული თვითშემოქმედება, იქმნებოდა მხატვრული კოლექტივები მუსიკალური, თეატრალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჟანრებში, სადაც გაერთინებული იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ამ კულტურული საქმიანობის პოპულარიზაციას დიდად უწყობდა ხელს თვითშემოქმედების ოლიმპიადები, ფესტივალები, დათვალიერებები, კონკურსები, რომლებმაც ბევრი ნიჭიერი და თვითმყოფადი შემოქმედი გამოავლინა.
განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მხარის მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ხალხური შემოქმედების ანსამბლები, რომლებიც არა მარტო რაიონულ ცენტრებში მოქმედებდა არამედ ბევრ სოფელშიც მოქმედებდა.




1 комментарий:

  1. ყველაფერი კარგია გარდა რუკისა რომელიც არაქარულისგან შედგება.გმადლობთ

    ОтветитьУдалить